უჟგოროდის ტაძრის წინამძღვრის დაცვამ განაცხადა გაყალბების შესახებ სისხლის სამართლის საქმეში

2824
23 მაისი 2025 16:17
18
დეკანოზ დიმიტრი სიდორის საქმის განხილვა. ფოტო: пресс-служба Ужгородской епархии დეკანოზ დიმიტრი სიდორის საქმის განხილვა. ფოტო: пресс-служба Ужгородской епархии

სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა წარადგინეს მთავარი მოწმის განცხადების გაყალბების მტკიცებულებები ზაკარპატიეს ტაძრის წინამძღვრის საქმეში.

2025 წლის 21 მაისის სასამართლო სხდომის დროს უჟგოროდის ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ დიმიტრი სიდორის სისხლის სამართლის საქმეში დაცვამ წარადგინა დოკუმენტები, რომლებიც მოწმობენ სერიუზულ დარღვევებზე საკვანძო მტკიცებულებების გამოძიებასა და ფაბრიკაციის დროს.

მღვდელმსახურს ადანაშაულებენ უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 161 სტატიით (მოქალაქეთა თანასწორობის დარღვევა რასობრივი, ნაციონალური, რელიგიური ნიშნით) ქადაგებებისთვის, სადაც ის თითქოს გამოთქვამდა დისკრიმინაციულ აზრებს ზაკარპატიეში უნგრული ეროვნების კათოლიკეთა მიმართ.

დაცვის პრეტენზიათა არსი
ადვოკატებმა სასამართლოს ყურადღება მიაქციეს თაღლითობას, რომელიც მოწმე სერგეი ანატოლის ძე ტანჩუკის განცხადებასთან არის დაკავშირებული და რომელიც სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდა. დაცვის მონაცემებით, უუს-ს მასალები ნაციონალურ პოლიციაში იყო გადაცემული და დარეგისტრირებული 661 ნომრით, ხოლო სულ რაღაც 5-10 წუთში ნომრით 662 დარეგისტრირდა ტანჩუკის განცხადება.

 „განმცხადებელ ტანჩუკს არ შეეძლო სცოდნოდა უჟგოროდის უნივერსიტეტის საექსპერტო დასკვნების შესახებ, რომლებიც კეთდებოდა უუს-ს წერილობითი განაცხადის ფორმით, ესე იგი მისთვის ეს ხელმისაწვდომი არ ყოფილა“, - განაცხადა ადვოკატმა სასამართლოში.

მაგრამ დაცვის უფრო მეტ გაოგნებას იწვევს ის ფაქტი, რომ ტანჩუკის განცხადების ტექსტი შეიცავს ზუსტ ციტატებს დახურული საექსპერტო დასკვნებიდან, თანაც მოწმის განცხადებაში ზუსტად არის გადმოცემული ექსპერტიზის ტექნიკური შეცდომებიც.

დოკუმენტების შედარებითი ანალიზი
დაცვამ წარადგინა შედარებითი ტაბულა, სადაც ნაჩვენებია ფორმულირებების იდენტობა სამ დოკუმენტში: უჟგოროდის ექპერტიზის დასკვნებში, უუს-ს და პოლიციის პატაკებში და ტანჩუკის განცხადებაში. „ყველაფერი ერთი ერთშია, - ხაზი გაუსვა ადვოკატმა. - არც უცდიათ, რომ შეეცვალათ  სიტყვათა თანმიმდევრობა ან რომელიმე ასო მაინც“.

გარდა ამისა, დაცვამ მიუთითა შეუსაბამობებზე, რომლებიც მდგომარეობს იმაში, რომ პირველი ბრალდება  ეფუძნებოდა ერთ ქადაგებას, ხოლო შემდგომში, ტანჩუკის განცხადების მიღების შემდეგ, საქმე გაფართოვდა შვიდ ქადაგებამდე.

მხარეთა პოზიცია
პროკურატურამ უარყო დაცვის არგუმენტები და მათ „აბსოლუტურად უსაფუძვლო ვარაუდები“ უწოდა. ბრალდების წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ მოწმე ტანჩუკი ორჯერ დაიკითხა სასამართლოში და მან ფიცის ქვეშ დაადასტურა, რომ განცხადება მან „დაწერა დამოუკიდებლად“.

თუმცა დაცვა ამტკიცებს, რომ „განცხადების ავტორი არის არა სერგეი ტანჩუკი, არამედ ვიღაც სხვა“, რადგან წინა სასამართლო სხდომაზე მან ვერ შეძლო საკუთარი განცხადების ამოცნობა.

მიუხედავად წარდგენილი მტკიცებულებებისა, კარპატის ოლქის სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის თხოვნა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებაზე სადაო განცხადების ნამდვილი ავტორობის დადგენის მიზნით.

„დოზორის“ ჟურნალისტები, თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით, ამტკიცებენ, რომ „საქმე ფორსირებულია გადაწყვეტილების 24 მაისამდე მიღების“ გამო.

„ეს კეთდება იმისთვის, რომ უკანონოდ გაასამართლონ მამა დიმიტრი და მყისიერად „ჩართონ“ კანონის დებულებები  ეკლესიის აკრძალვის შესახებ. ამ სტატიით მღვდლისადმი წაყენებული განაჩენი  საშუალებას მისცემს ადგილობრივ რეიდერებს, რომ მიიტაცონ უმე-ს ჯვართამაღლების საკათედრო ტაძარი უჟგოროდში“, - წერენ ჟურნალისტები.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ