კიშინიოვში ლგბტ თემის მსვლელობები და პროპაგანდა აიკრძალა
გადაწყვეტილება მოლდოვას დედაქალაქის საქალაქო საბჭომ მიიღო; მმართველი პარტიის წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.
2025 წლის 15 მაისს მოლდოვას დედაქალაქში აიკრძალა მსვლელობები, დემონსტრაციები და ლგბტ პროპაგანდა. ამის შესახებ კიშინიოვის მერმა, იონ ჩებანმა, თავის Telegram არხზე განაცხადა.
„კიშინიოვის ტერიტორიაზე მსვლელობები, დემონსტრაციები და ლგბტ თემის პროპაგანდა ახლა აკრძალულია. „PDS-ის (მმართველი პარტია „მოქმედება და სოლიდარობა“ - რედ.) მრჩევლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს შეხვედრა“, - დაწერა მერმა ოთხშაბათს გამართული საკრებულოს სხდომის შემდეგ.
როგორც სოციოლოგები აღნიშნავენ, მოლდოვას მაცხოვრებლების უმრავლესობა (დაახლოებით 85%) ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის წინააღმდეგია და ტრადიციული მორალური და ეთიკური პრინციპების შენარჩუნებას უჭერს მხარს.
2022 წლიდან მოლდოვას მართლმადიდებლური ეკლესია არაერთხელ მიმართავს ხელისუფლებას ლგბტ თემის ფესტივალებისა და მსვლელობების აკრძალვის მოთხოვნით. ეკლესიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ღონისძიებების დროს ყოველ ჯერზე ხდება შეტაკებები ამ ქმედებების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, რომლებიც მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის შემდეგ წყდება.
მანამდე, მჟკ-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევში სამების ტაძარში ლგბტ ფესტივალი და გეი აღლუმი გაიმართება.