ლგბტ წარმომადგენლები აშშ-ში როკ-ოპერაში ქრისტესა და იუდას როლებს შეასრულებენ
ცნობილი გეი მომღერალი ადამ ლამბერტი და ბისექსუალი მსახიობი სინტია ერივო სკანდალურ დადგმაში „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ მთავარ როლებს შეასრულებენ.
2025 წლის ზაფხულში, ჰოლივუდ ბოულზე გაიმართება ცნობილი როკ-ოპერის „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის“ ახალი დადგმა, რომელშიც მთავარ როლებს ლგბტ თემის წარმომადგენლები შეასრულებენ, წერს Christianpost. იუდა ისკარიოტელის როლს ცნობილი მომღერალი და American Idol-ის ყოფილი კონკურსანტი ადამ ლამბერტი შეასრულებს, ხოლო იესო ქრისტეს როლს ბისექსუალი ბრიტანელი მსახიობი სინტია ერივო შეასრულებს.
დადგმა ჰოლივუდ ბოულზე 2025 წლის 1-3 აგვისტოს გაიმართება. შოუს მთლიანად პროდიუსერი და რეჟისორი იქნება ტონის პრემიის ლაურეატი სერხიო ტრუხილიო, მუსიკალურ რეჟისორს კი სტივენ ორემუსი.
როგორც Variety აღნიშნავს, ეს უჩვეულო გენდერულად ნეიტრალური კასტინგი დიდ ყურადღებას იპყრობს და შოუს ბილეთები, სავარაუდოდ, ძალიან სწრაფად გაიყიდება. ერივოს იესოს როლზე დანიშვნამ უკვე გამოიწვია კრიტიკა ზოგიერთი რელიგიური ფიგურის მხრიდან, რომლებმაც ამას „ღვთისმგმობელი“ უწოდეს.
„იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ კულტური კლასიკაა, რომელიც იესო ქრისტეს ცხოვრების ბოლო კვირის ბიბლიურ აღწერას მისი მოღალატის, იუდა ისკარიოტელის თვალით იკვლევს. სიმღერით მოთხრობილი ისტორია იკვლევს იესოს, იუდას, მარიამ მაგდალინელს, იესოს მოწაფეებსა და რომის იმპერიას შორის პირად ურთიერთობებსა და ბრძოლას.
ორიგინალური როკ-ოპერა 1970 წელს შეიქმნა, როგორც კონცეპტუალური ალბომი, მუსიკის ავტორი ენდრიუ ლოიდ ვებერი, ტექსტი კი - ტიმ რაისი, ხოლო ბროდვეიზე დებიუტი 1971 წელს შედგა.
მანამდე მჟკ-მა დაწერა, რომ ედინბურგში როკ-ოპერა „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“ აჩვენეს, სადაც იესო ქრისტეს მთავარ როლს არაბინარული მსახიობი როუზ სტივენსონი ასრულებდა, იუდას კი ქალი თამაშობდა.