ინდოეთში ნეპალის მოსაზღვრე რაიონებში მეჩეთებს ანგრევენ
სამრევლოები, თავიანთი რელიგიური ნაგებობების გადასარჩენად, გაერთიანებას აპირებენ.
ინდოეთის ხელისუფლებამ შტატ უტარ-პრადეშში, ინდოეთისა და ნეპალის აღმოსავლეთის საზღვართან ახლოს, დაანგრია 250-ზე მეტი შენობა, 20 მეჩეთის ჩათვლით, და მათ „უკანონოები“ უწოდა, რომლებიც „სახელმწიფო მიწის მიტაცებას ცდილობენ“, წერს The Times of India.
„კომპანია, რომელიც მოიცავს ექვს მოსაზღვრე ოლქს, მიმართულია საზოგადოებრივი მიწების დაბრუნებაზე და უშიშროების გაძლიერებაზე მგრძნობიარე საზღვრისპირა რაიონებში“, - იუწყება მასმედია.
შტატ პიმპრი-ჩინჩვადის ხელისუფლებამ გაუგზავნა შეტყობინება „არასანქცირებულ რელიგიურ ობიექტებს, 18 მეჩეთისა და 13 ტაძრის ჩათვლით“, მოთხოვნით, რომ „ორი კვირის განმავლობაში ეს ნაგებობები ლიკვიდირებული იყოს“.
თუმცა მეჩეთებისა და ტაძრების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ „ეს ნაგებობები უკვე 4 წელია არსებობს, მაგრამ აქამდე მათ არასდროს მიუღიათ არანაირი შეტყობინებები“.
ტრესტებისა და კომიტეტების წევრებს, რომლებიც ამ რელიგიურ შენობებს მართავენ, ორი კვირის განმავლობაში უკანონო ნაგებობების ლიკვიდირება განუწესეს.
ნიაზ სიდიკმა, რაზა მასჯდიდის კომიტეტის პრეზიდენტმა, განაცხადა: „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენს რაიონში ხელისუფლებამ განახორციელოს რაიმე ქმედებები ტაძრებისა და მეჩეთების წინააღმდეგ. სამრევლოები გაერთიანდება რელიგიური ნაგებობების გადასარჩენად“.
როგორც მჟკ წერდა, ინდოეთში ქრისტიანთა მიმართ ძალადობა და დისკრიმინაცია იზრდება.