უკრაინის მთავარმა რაბინმა ვიდეომიმართვა ჩაწერა: „ტრამპ, გაანადგურე ბოროტების იმპერია“
აზმანმა ტრამპს „სინათლისთვის ბრძოლისკენ“ მოუწოდა.
უკრაინის მთავარმა რაბინმა მოშე რეუვენ აზმანმა ინგლისურენოვანი სიმღერა ჩაწერა, რომელშიც დონალდ ტრამპს „სინათლისთვის ბრძოლისა“ და „ბოროტების იმპერიის განადგურებისკენ“ მოუწოდებს. რაბინმა ვიდეოკლიპი საკუთარ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.
„მთელი მსოფლიო თქვენ გიყურებთ. ყოველი ნაბიჯის უკან, ყველაფრის უკან, რასაც აკეთებთ“, - დაიწყო სიმღერა ასმანმა. შემდეგ მან შესთავაზა აშშ-ის პრეზიდენტს, „არ წაშალოს ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის“.
„დონალდ ტრამპ, დროა, სინათლისთვის ვიბრძოლოთ“, - მოუწოდა რაბინმა და ხაზი გაუსვა, რომ „ისინი გამუდმებით იტყუებიან, მათ მშვიდობა არ სურთ“.
„დროა, ბოროტების იმპერია გავანადგუროთ“, - ურჩია ასმანმა აშშ-ის პრეზიდენტს. ამ სიტყვების დროს ვიდეოში რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანის ლიდერები ჩანდნენ. რაბინმა არ თქვა, რომელი იმპერიის განადგურება უნდა მოეთხოვა ტრამპს.
გავიხსენოთ, რომ ადრე აზმანმა გააკრიტიკა ლავროვის სიტყვები, რომ ზელენსკი „ებრაელი ხალხის სირცხვილია“.