კიევში ბერების ლავრიდან გამოსახლების საქმეზე სასამართლოს სხდომა გადაიტანეს
საქმის მოსმენის გადადების მიზეზი მუდმივი საჰაერო განგაშია.
26 სექტემბერს ჩრდილოეთის სააპელაციო სასამართლოში უნდა შემდგარიყო სასამართლო სხდომა კიევ-პეჩერის საქმეზე, სადაც წყდებოდა საკითხი ქვედა ლავრის გამოყენებაზე შეთანხმების გაწყვეტის შესახებ, იუწყება მონასტრის ტელეგრამ-არხი. თუმცა მრავალრიცხოვანი საჰაერო განგაშის გამო სხდომა გადაიტანეს. შემდეგი მოსმენა დანიშნულია 24 ოქტომბერს 11:00. ბერების მხარდასაჭერად და ლავრის დასაცავად მოვიდნენ მორწმუნეები, რომლებიც სასამართლოს შენობასთან ლოცულობდნენ.
როგორც მჟკ იუწყებოდა, 5 სექტემბერს კიევის ჩრდილოეთის სააპელაციო სამეურნეო სასამართლოში შედგა სასამართლო სხდომა ქვედა კიევ-პეჩერის ლავრის საქმეზე, სადაც უნდა განხილულიყო ბერების მონასტრიდან განსახლების საკითხი. ამ მოსამართლემაც აგრეთვე გამოიყენა თვითაცილების უფლება ამ საქმეზე.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
გუშინ 12:22