გარდაიცვალა დეკანოზი გაბრიელ ასათიანი
დეკანოზი გაბრიელი შაბათს, 27 დეკემბერს, ნაძალადევის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ეზოში დაიკრძალება.
ამა წლის 23 დეკემბერს გარდაიცვალა თბილისის (ნაძალადევის) ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გაბრიელ ასათიანი.
დეკანოზი გაბრიელი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა ეკლესიასა და სამწყსოს, გამოირჩეოდა სულიერი სიმდაბლითა და ერთგული მსახურებით.
განსვენებულის დაკრძალვა შაბათს, 27 დეკემბერს, ამავე ტაძრის ეზოში გაიმართება.
ვიზიარებთ მწუხარებას დეკანოზ გაბრიელ ასათიანის გარდაცვალების გამო და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.
უფალმა სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი გაბრიელი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს საპატრიარქო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
შიო III ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვევა
გუშინ 12:22