მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სოფონია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს
თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი წმინდანი ახალი სტილით 16 დეკემბერს იხსენიება.
მართლმადიდებელი ეკლესია ახალი სტილით 16 დეკემბერს წმინდა სოფონია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს.
წმინდა სოფონია თორმეტ მცირე წინასწარმეტყველთაგანი იყო და იერემია წინასწარმეტყველის, ასევე წინასწარმეტყველი ქალის — ოლდამას თანამედროვე გახლდათ. იგი დიდგვაროვანთა ჩამომავალი იყო და სამეფო სასახლეში ცხოვრობდა, რაც მას საშუალებას აძლევდა, უშუალოდ ეხილა ხალხისა და მმართველთა სულიერი მდგომარეობა.
წმინდა სოფონიამ წინასწარ განჭვრიტა ის მძიმე განსაცდელები და უბედურებები, რომლებიც იუდეის სამეფოსა და მის მოსაზღვრე ქვეყნებს დაატყდათ თავს. მისი წინასწარმეტყველება მკაცრი მოწოდება იყო სინანულისკენ, ღმრთისადმი დაბრუნებისა და სულიერი განახლებისკენ.
ეკლესია წმინდა სოფონია წინასწარმეტყველს იხსენებს როგორც ჭეშმარიტების მხურვალე მქადაგებელსა და ღვთის ნების შეუპოვარ მაუწყებელს, რომლის სიტყვებიც დღესაც აქტუალურ მოწოდებად რჩება მორწმუნეთათვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ხობში ყოვლადწმიდა სამებისადმი სავედრებელი ლოცვა აღევლინა.