სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მილოცვა

13 დეკემბერი 2025 15:51
144
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი

საქართველოს საპატრიარქო უწმინდესის მიმართვას ავრცელებს.

ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოს
სულ რამდენიმე თვის წინ თქვენთან ერთად გავიხარეთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში აშშ-ში, ნიუჯერსიში, წმ გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის გახსნით; ახლა კი ვხარობთ წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნითაც, რაც წმინდა ანდრია პირველწოდებულის და ჩვენი დიდი მეფის, წმინდა ვახტანგ გორგასლის, ხსენების დღეს ხორციელდება.
გულითად მადლობას ვუხდი ქართულ სამრევლოს, რომელმაც შეძლო ქართულ ენაზე ღვთის სადიდებლად აღნიშნული საქმის განხორციელება. ღმერთმა დალოცოს დეკანოზი ანდრია მარუაშვილიც, რომლის ორგანიზებითაც მოხდა ამ ინიციატივის აღსრულება.


გილოცავთ და გლოცავთ თქვენც, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფე საბა, მართლაც საზეიმო დღეს და შევთხოვ წმინდა ანდრია მოციქულსა და წმინდა ვახტანგ მეფეს, ღვთის წინაშე მეოხება არ მოაკლოს მაცხოვრის სიყვარულით გამთბარ თქვენ სამწყსოს, აქ მოღვაწე სასულიერო პირთ და სრულიად საქართველოს.
გაიხარეთ, გამხნევდით, ეცადეთ თქვენი შესაძლებლობები ყოვლადწმიდა სამების და მოყვასის სამსახურისთვის არ დაიშუროთ, იყავით უფლის მოიმედენი და მუდამ გახსოვდეთ საქართველოს ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მომპოვებელი მეფის ანდერძი: "ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა".
ვინც ამ სიტყვებს გაითავისებს, მარადიული ნეტარების თანაზიარი გახდება.
თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოსკათოლიკოს-პატრიარქი,
მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და
მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა

ადრე, მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა, წმ. მოციქული ანდრია პირველწოდებული – ათორმეტთაგან ერთ-ერთი მოციქული იყო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ