მართლმადიდებელი ეკლესია ღირს ალიპი მესვეტეს იხსენებს
წმინდანის ხსენების დღე 9 დეკემბერს აღინიშნება.
9 დეკემბერს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ღირს ალიპი მესვეტეს მოიხსენიებს — პაფლაგონიის ქალაქ ადრიანოპოლში დაბადებულ წმინდანს, რომელმაც მთელი სიცოცხლე უფლის სამსახურში გაატარა.
ალვიპი სიყმაწვილიდანვე ისწრაფოდა მონაზვნურ ცხოვრებაში განმარტოებისკენ, თუმცა თავიდან ეპისკოპოს თეოდორეს მორჩილებაში იყო. დედის მიერ გლახაკებზე გაყოფილი ქონებისა და მის მიერ დიაკვნად კურთხევის შემდეგ, წმიდანმა განსაკუთრებული მოშურნეობით დაიწყო ღვთისმსახურება.
ერთხელ, კონსტანტინოპოლში მოგზაურობისას, მას სახილველად გამოეცხადა წმიდა მოწამე ეფემია და უბრძანა, დაბრუნებულიყო ადრიანოპოლში და მისი სახელობის ტაძარი აეგო. ალიპიმ ზეციური მინიშნება მიიღო და მიტოვებულ წარმართულ სასაფლაოზე მართლაც ააგო წმიდა ეფემიას სახელობის ეკლესია. ტაძრის გვერდით კი, ღია ცის ქვეშ, ძველ საფლავის ქვაზე მოიწყო სვეტი, სადაც 53 წელი დაუსრულებლად იღვაწა.
სიკვდილის წინ, თოთხმეტი წლით ადრე, წმინდანს ფეხები დაუძლურდა და დგომა ვეღარ შეძლო, თუმცა უდიდესი მოთმინებით განაგრძობდა ასკეტურ ღვაწლს. სვეტის ირგვლივ შემდგომში მამათა და დედათა მონასტრები ჩამოყალიბდა.
ნეტარი ალიპი 640 წელს, 118 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი უხრწნელი წმინდა ნაწილებიდან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულებოდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისში გაიმართა საპროტესტო აქცია „არა არაბულ ქალაქებს“.