მეუფე შიომ სიყვარულის, ლმობიერებისა და სულიერი ზრდის აუცილებლობაზე იქადაგა

2824
08 დეკემბერი 2025 14:36
11
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ფოტო: საპატრიარქოს გვერდი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ფოტო: საპატრიარქოს გვერდი

„ღმერთს გარეგნული წესის არა, სიყვარულისა და სულიერი განვითარების ხილვა სურს“.

2025 წლის 7 დეკემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სულთმოფენობიდან ოცდამეექვსე კვირას, რთულ სულიერ საკითხებზე ისაუბრა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი). მან მართლმადიდებელ ქრისტიანებს მიულოცა კვირა დღე და წმინდა დიდმოწამე მერკვირისა და ეკატერინეს ხსენება.

მიტროპოლიტმა შიომ დღევანდელი სახარების თემა — უფლის მიერ 18 წელი ავადმყოფი, წელში მოხრილი ქალის განკურნება — მცირე დეტალებამდე გაშალა და მორწმუნეებს სინაგოგის უფროსის საქციელთან დაკავშირებულ სულიერ სიღრმეებზე გაამახვილა ყურადღება.

მისი განმარტებით, სინაგოგის მეთაური და იქ მყოფნი აღშფოთდნენ არა იმიტომ, რომ წესს იცავდნენ, არამედ იმიტომ, რომ „ორგულობა“ ჰქონდათ და მათთვის წესის დაცვა სიყვარულზე წინ იდგა. მიტროპოლიტმა ხაზი გაუსვა, რომ უფალი ყოველთვის სიყვარულს, ლმობიერებასა და მოწყალებას აყენებს გარეგნულ მოქმედებებზე მაღლა.

ქადაგებისას მან აღნიშნა, რომ წესის ბრმად შესრულება საშიშია, რადგან შეიძლება ადამიანი სულიერად დააზიანოს. მისი თქმით, წესის შინაარსის გააზრება ზრდასრული ადამიანის მოვალეობაა, რასაც შინაგანი შრომა, გონებრივი განვითარება და თვითგანათლება სჭირდება.

„უფალმა დღეს გვასწავლა, რომ შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის. ღმერთი არ არის მკაცრი და ულმობელი მსაჯული, როგორც ზოგს ჰგონია. მან საკუთარ შვილიც კი არ დაინანა ჩვენი სიყვარულისთვის… წესების გაუაზრებლად დაცვა ბავშვებს ეკადრებათ, ზრდასრული ადამიანი კი უნდა ხედავდეს მის შინაარსს. ღმერთს უნდა, რომ განვვითარდეთ, ვსწავლობდეთ, ვმუშავებდეთ საკუთარ თავზე და ანგელოზებრივ მდგომარეობას მივაღწიოთ“.

მიტროპოლიტმა მოუწოდა ყველას, სულიერი და გონებრივი განვითარება ყოველდღიურად დაისახონ მიზნად, რადგან სწორედ ეს არის გზაზე დგომა, რომელსაც ქრისტე გვასწავლის.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი შიო: ჯვრის ძალა და სიყვარულის გზაზე ყოფნა

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ