ქუთაისში ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული აღინიშნა

2824
04 დეკემბერი 2025 19:05
10
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, ფოტო: ეპარქიის გვერდი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, ფოტო: ეპარქიის გვერდი

მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) საზეიმო საღვთო ლიტურგია აღასრულა ბაგრატის ტაძარში.

4 დეკემბერს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე, ქუთაისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების–სიონის (ბაგრატი) საკათედრო ტაძარში საზეიმო საღვთო ლიტურგია აღავლინა მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ.

სადღესასწაულო მსახურებას ტაძარში შეკრებილი მრევლი ესწრებოდა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა იოანემ იქადაგა და დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. გილოცავთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს. ეს არის დღე როდესაც მშობლება იოაკიმ და ანამ შეასრულეს დადებული აღთქმა, რომ თუ უფლისგან შეეძინებოდათ შვილი მას უფალს შესწირავდნენ. და როდესაც 3 წლის გახდა ნანატრი ერთადერთი შვილი საზეიმოდ მიიყვანეს ტაძარში და შეასრულეს აღთქმა, რომელიც არის ფიცი და ვის წინაშე ქონდათ მათ ეს ფიცი დადებული? ღვთის წინაშე. უფალმა მათ შეუსრულა თხოვნა, უფალს უნდა აუსრულო რასაც დაპირდი.“

მიტროპოლიტმა მიმოიხილა რწმენის, აღთქმის და ადამიანური მადლიერების მნიშვნელობა ქრისტიანულ ცხოვრებაში და მრევლს კიდევ ერთხელ მიულოცა დღესასწაული.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტ არსენის საქმეზე პროცესი 4 დეკემბერს გაიმართება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ