სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა ალან პერსელი მიიღო

2824
03 დეკემბერი 2025 13:06
32
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბ-ნმა ალან პერსელი და მღვდელმთავრები. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბ-ნმა ალან პერსელი და მღვდელმთავრები. ფოტო: საპატრიარქოს გვერდი

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

ა.წ. 2 დეკემბერს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი), მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ბ-ნი ალან პერსელი მიიღო თანმხლებ პირებთან ერთად.

შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.

მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის, აღნიშნა, რომ მომავალ წელს გვაქვს საიუბილეო თარიღი - ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი და იმედი გამოთქვა, რომ საელჩოც მიიღებს საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას.

მღვდელმთავრებმა ბ-ნ ალან პერსელთან საუბარში დააფიქსირეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა - დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა და მადლობა გადაუხადეს ამერიკის შეერთებულ შტატებს არაღიარების პოლიტიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ბ-ნმა ალან პერსელმა მღვდელმთავრებს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა გამოაქვეყნა, პატრიარქმა „ვეფხისტყაოსნის“ ორ უნიკალურ გამოცემას მილოცვა მიუძღვნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ