ხაშურში ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა კონცერტი გაიმართება

2 დეკემბერი 2025 18:59
126
ანჩისხატელები. ფოტო: ღია წყარო ანჩისხატელები. ფოტო: ღია წყარო

ქართული ტრადიციული მუსიკის საღამო მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ხაშურის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.

7 დეკემბერს, 14:00 საათზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხაშურის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის კონცერტი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული მუსიკა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შემორჩენილი ქართული ფოლკლორის მდიდარ საგანძურს წარმოადგენს.

ანჩისხატის გუნდის მიერ ხალხური სიმღერის შესწავლისას დიდი ყურადღება ეთმობა მისი შესრულების ტრადიციული მანერის, ბგერწყობისა და ინტონირების ავთენტურობის დაცვას. სწორედ ეს ფაქტორი გამოარჩევს ანჩისხატელების ნამღერს სხვა გუნდების საშემსრულებლო სტილისგან. უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით, გარკვეული მაგალითი ანჩისხატის გუნდისთვის უკვე არსებობდა, ედიშერ გარაყანიძის ანსამბლ "მთიების" სახით, რომელიც ხალხური სიმღერის ავთენტურ, სოფლურ მანერაში მღერის სცენაზე დამკვიდრების მოთავეა. ეს უდავოდ ბიძგის მიმცემი ფაქტორი იყო ანჩისხატელებისთვის. ამავე დროს, შეიძლება ითქვას, რომ ამ გზაზე ანჩისხატის გუნდმა მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა მრავალი ახალი ანსამბლის ჩამოყალიბებასა და მათი საშემსრულებლო მანერის განსაზღვრაში.

დასწრება თავისუფალია.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა იობმა აკურთხა მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ