ხაშურში ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა კონცერტი გაიმართება
ქართული ტრადიციული მუსიკის საღამო მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ხაშურის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში ჩატარდება.
7 დეკემბერს, 14:00 საათზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხაშურის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდის კონცერტი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული მუსიკა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში შემორჩენილი ქართული ფოლკლორის მდიდარ საგანძურს წარმოადგენს.
ანჩისხატის გუნდის მიერ ხალხური სიმღერის შესწავლისას დიდი ყურადღება ეთმობა მისი შესრულების ტრადიციული მანერის, ბგერწყობისა და ინტონირების ავთენტურობის დაცვას. სწორედ ეს ფაქტორი გამოარჩევს ანჩისხატელების ნამღერს სხვა გუნდების საშემსრულებლო სტილისგან. უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისით, გარკვეული მაგალითი ანჩისხატის გუნდისთვის უკვე არსებობდა, ედიშერ გარაყანიძის ანსამბლ "მთიების" სახით, რომელიც ხალხური სიმღერის ავთენტურ, სოფლურ მანერაში მღერის სცენაზე დამკვიდრების მოთავეა. ეს უდავოდ ბიძგის მიმცემი ფაქტორი იყო ანჩისხატელებისთვის. ამავე დროს, შეიძლება ითქვას, რომ ამ გზაზე ანჩისხატის გუნდმა მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა მრავალი ახალი ანსამბლის ჩამოყალიბებასა და მათი საშემსრულებლო მანერის განსაზღვრაში.
დასწრება თავისუფალია.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა იობმა აკურთხა მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარი.