ეკლესია წმინდა მოწამე ვარლაამს მოიხსენიებს
წმინდა მოწამე ვარლაამი სირიის ანტიოქიაში ცხოვრობდა.
2 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოწამე ვარლაამს. წმიდა მოწამე ვარლაამი სირიის ანტიოქიაში ცხოვრობდა. როცა იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, უკვე მხცოვანი ვარლაამიც შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს.
მტარვალის ბრძანებით იგი საკერპოში შეიყვანეს, წარმართული სამსხვერპლოს წინ დააყენეს და მარჯვენა ხელისგულზე გახურებული ნახშირი დაუდეს. უსჯულო ხელისუფალი ფიქრობდა, რომ ვარლაამი ვერ გაუძლებდა ტკივილს, ნაკვერჩხალს საკურთხეველზე დაყრილ საკმეველზე დააგდებდა და, ამგვარად, კერპს მსხვერპლს შესწირავდა, მაგრამ ნეტარ მოწამეს მანამ ეპყრა ხელთ გავარვარებული მუგუზლები, სანამ ხელები არ დაეწვა. ამის შემდეგ მან სული უფალს შეჰვედრა (+304).
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მამა ვიტალი სიდორენკო – სიწმიდისა და მოყვასის დიდების მაგალითი.