გელათის სასულიერო აკადემიაში ვაჟა ოთარაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა
„გიორგი სააკაძის ფენომენი“ – თეოლოგიის დოქტორმა საინტერესო და მრავალმხრივი ხედვები გააზიარა.
2025 წლის 27 ნოემბერს, გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) ლოცვა-კურთხევით, თეოლოგიის დოქტორისა და პოეტ ვაჟა ოთარაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „გიორგი სააკაძის ფენომენი“.
საჯარო შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საკითხით დაინტერესებული პირები. ლექციის მსვლელობისას გამომსვლელმა გააკეთა ისტორიული, პოლიტიკურ-სამხედრო და კულტურული ანალიზი ავთანდილის მამად წოდებული გიორგი სააკაძის მოღვაწეობაზე, მის როლსა და ფენომენზე საქართველოს ისტორიის რთულ ეპოქაში.
დასასრულს, აუდიტორიამ სპიკერს მადლობა გადაუხადა საინტერესო ხედვებისა და შემეცნებითი საუბრისთვის.
შეგახსენებთ, შემოქმედის ეპარქიას ახალი მართლმადიდებლური ტაძარი შეემატა.