შემოქმედის ეპარქიას ახალი მართლმადიდებლური ტაძარი შეემატა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში „მთავარანგელოზთა სახელობის“ ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტრის ეზოში „მთავარანგელოზთა სახელობის“ ტაძარი საზეიმოდ გაიხსნა.
ტაძრის კურთხევა შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების (კიკვაძე) ლოცვა-კურთხევით არქიმანდრიტებმა მარკოზმა (გურგენიძე) და ელიზბარმა (ბაბუხადია) აღასრულეს. მათთან ერთად წირვა-ლოცვაში სასულიერო პირები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას დაესწრნენ ოზურგეთის მერი პაატა კუნჭულია მეუღლესთან, ლიკა რევაზიშვილთან, მრევლთან ერთად. მერმა აღნიშნა:
„ვულოცავ შემოქმედის ეპარქიას, დედაოებს და მრევლს „მთავარანგელოზთა სახელობის“ ტაძრის გახსნას. ეკლესია მდებარეობს სოფელ შემოქმედის წმინდა ნიკოლოზის სახელობის დედათა მონასტრის ეზოში. წინამძღვარია იღუმენია დედა ემილია ანანიძე. ვუსურვებ მას მონაზვნის სიმრავლესა და სულიერ სიმშვიდეს.“
ტაძრის გახსნა მნიშვნელოვნად აღრმავებს შემოქმედის ეპარქიის სულიერ ცხოვრებას და მრევლისთვის ახალ სიწმინდეს ქმნის.
შეგახსენებთ, თბილისში ბიჭვინთის ღვთისმშობლის ხატის ტაძრის საკურთხეველი ეკურთხა.