ხაშურში საკვირაო სკოლა მზად არის მიიღოს ბავშვები
მამა დავით კაბერაშვილი მოიწოდებს მშობლებს, იზრუნონ ბავშვების სულიერ-ზნეობრივ აღზრდაზე – სწავლა უფასოა.
ხაშურში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე საკათედრო ტაძრის ეზოში არსებული საკვირაო სკოლის შენობაში, მამა დავით კაბერაშვილი ყოველ კვირას ბავშვებს უფასო საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობს. 3 საათზე ეწყობა საღმრთო სჯულისა და მედავითნეობის გაკვეთილები, ხოლო 4 საათზე მიმდინარეობს საკვირაო სკოლის გაკვეთილები, რომელიც გულისხმობს ღირებულებითი განათლების კურსს – სიკეთეს, პატივისცემას, თანაგრძნობას, ტოლერანტობას და სხვა მნიშვნელოვანი ღირებულებების გაძლიერებას.
მამა დავით კაბერაშვილი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ რთული დროის გათვალისწინებით, აუცილებელია ყურადღება მიექცეს ბავშვების სულიერ-ზნეობრივ აღზრდას და ჰპირდება, რომ სწავლა მთლიანად უფასო იქნება.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ნომერზე: 511 43 43 10.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში საპატრიარქოში შეხვედრა გაიმართა.