,,წმიდა ანთიმოზ ივერიელის" სახელობის საკვირაო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა

11 ნოემბერი 2025 10:36
192
არქიმანდრიტი ლუკა (ფალავანდიშვილი). ფოტო: დასავლეთ ევროპის ეპარქიის გვერდი არქიმანდრიტი ლუკა (ფალავანდიშვილი). ფოტო: დასავლეთ ევროპის ეპარქიის გვერდი

საღამოს ძირითადი თემა იყო ჯგუფების სახელწოდებების პრეზენტაცია. თითოეული ჯგუფისთვის შეიქმნა ლოგოები.

მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის დასალეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე აბრაამის (გარმელია) კურთხევით, ბარსელონას "წმიდა ნინოს" სახელობის სამრევლოსთან არსებულ ,,წმიდა ანთიმოზ ივერიელის" სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში 2025 წლის 9 ნოემბერს ჩატარდა ტრადიციული ღონისძიება ,,კიდევაც დაიზრდებიან...."

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკვირაო სკოლის ჯგუფები : ,,ციცინათელები ," "მერცხლები," ,,განთიადი," , ბახტრიონი," ,,მარტყოფი," ,,მარაბდა," ,,დიდგორი," ,,ბასიანი," ,,სამასი არაგველი" და "იბერია."

საღამოს ძირითადი თემა იყო ჯგუფების სახელწოდებების პრეზენტაცია. თითოეული ჯგუფისთვის შეიქმნა ლოგოები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ

მხატვრულ-შემოქმედებითი წრეები, სტუდიები და ანსამბლები: მუსიკალური სტუდია ,,გამა," ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების ანსამბლი "ვაზი,"

გიტარის შემსწავლელი წრე, ქართული ხალხური ცეკვის სტუდია ,,ქართველო."

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები და მშობლები.

ღონისძიების ორგანიზატორები გახლდათ ჩვენი საკვირაო სკოლის მასწავლებლები: მარინე წიქორაძე და ნათია კანდელაკი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საგურამოში ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188-ე წელი აღინიშნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ