ეკლესია აღნიშნავს წმინდა იოანე ოქროპირის ხსოვნას
მართლმადიდებელი ეკლესია პატივს მიაგებს ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მამის - კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის, წმინდა იოანე ოქროპირის ხსოვნას.
წმიდა იოანე ოქროპირი ანტიოქიაში დაიბადა, დაახლოებით 347 წელს. მისი მშობლები, სეკუნდუსი და ანთუსა, წარჩინებული და ღმრთისმოშიში ხალხი იყო. სეკუნდუსს მხედართმთავრის თანამდებობა ეჭირა, იგი მეფის კარზე დიდი პატივისცემით სარგებლბოდა, მაგრამ ადრე გარდაიცვალა და ყრმა იოანეს აღზრდა მთლიანად დედას დააწვა მხრებზე, რომელიც სულ ახალგაზრდა, 20 წლისა დაქვრივდა. ანთუსა შვილს ქრისტიანული ღვთისმოშიშების სულს უნერგავდა და ამასთან საერო განათლებასაც აძლევდა იმ დროის ცნობილი სწავლულების ხელმძღვანელობით. 18 წლის იოანე ათენს გაემგზავრა განათლების სრულყოფისათვის. აქ იგი თავისი სიბრძნითა და განსწავლულობით მალე აღემატა ყველა თავის თანატოლსა და ბევრ ფილოსოფოსსაც, რის გამოც მოშურნეებიც გაუჩნდა. უკვე იმ დროს წმიდანის ქადაგებით მრავალი წარმართი მოექცა ქრისტეს სჯულზე. ათენის მთავარეპისკოპოსმა გადაწყვიტა მღვდლად ეკურთხებინა იგი და თავის მემკვიდრედაც დაედგინა. ეს რომ შეიტყო, იოანე ფარულად გაიპარა ათენიდან და მშობლიურ ანტიოქიაში დაბრუნდა.
ანტიოქიაში წმიდა იოანე განმარტოებით ცხოვრობდა, ამასოფლისეული არაფერი იტაცებდა და თავის მეგობარ ბასილისთან (შემდგომში რაფანის ეპისკოპოსი) ერთად მონაზვნობა სურდა. მაშინ დედამ, ანთუსამ, მოაგონა, რომ მას ამსოფლად აღარვინ რჩებოდა ნუგეშინისმცემელი და სთხოვა, ვიდრე ცოცხალი ვარ, ნუ მიმატოვებო. იოანემ შეისმინა დედის თხოვნა და დროებით ხელი აიღო განზრახვაზე, მაგრამ შინაც განდეგილივით ცხოვრობდა და მთელ დროს მარხვასა და ლოცვაში ატარებდა. ამ პერიოდში იოანე დაუახლოვდა ანტიოქისს პატრიარქს, წმიდა მელეტის, რომელმაც მონათლა იგი და მკითხველად დაადგინა ეკლესიაში. სამი წლის შემდეგ ანთუსა გარდაიცვალა. იოანემ პატივით დაკრძალა დედა, მერე კი მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონები გაათავისუფლა და მონასტერში განმარტოვდა, სადაც მკაცრ მოღვაწეობაში ატარებდა დღეებს. აქ დაწერა წმიდა იოანემ თავისი თხზულებები: „მღვდლობისათვის“, „გულის შემუსრვილებისათვის“, „ეპისტოლე თეოდორეს მიმართ“.
397 წლის შემოდგომაზე წმინდა იოანე იქნა აღზევებული კონსტანტინოპოლის პატრიარქად, ის იყო ნომინირებული ვიღაც საჭურისის მიერ ეუტროპისის კონსულიზე, თავისდა დაუკითხავად. იგი ჩუმად გაიპარა ანტიოქიიდან საზოგადოების ნებართვის გარეშე დიდ ალიაქოთს თავიდან ასაცილებლად.
იოანეს ყოფაცხოვრება კონსტანტინოპლოში უფრო სავსე იყო ალიაქოთით ვიდრე ანტიოქიაში. თეოფილე ალექანდრიელი, ალექსანდრიის პატრიარქს, უნდოდა კონსტანტინოპოლის თავის გავლენის სფეროდ გადაქცევა და მკაცრად ებრძოდა იოანეს. თეოფილემ 4 ძმა ეგვიპტელი ბერი (ცნობილი როგორც “მაღალი ძმები”)რომლებიც ორიგენეს მიმდევრობის გამო გააძევა, იოანემ ეს ძმები შეიფარა და ამის გულისთვის თეოფილემ იაონეს დააბრალა თანაგრძნობა ორიგენეს სწავლების მიმართ. მან კიდევ ერთი მტერი გაიჩინა აელია ეუდოკია, ცოლი აღმოსავლეთის იმპერატორისა არკადიუსისა, ვისაც მიაჩნდა, რომ იოანეს მტკიცე გმობა ექსტრავაგანტური ქალური ჩაცმულობის იყო მიმართული მის მიმართ (არ არის გამორიცხული რომ იყო კიდევაც). ეუდოკიამ, თეოფილუსმა და სხვა მისმა მტრებმა მოიწვიეს სინოდი 403 წელს სადაც იოანე ოქროპირს დაედო ბრალი ორეგენეს სწავლებასთან არაგულგრილობაზე. რამაც განაპირობა მისი გადაყენება და გაძევება.
ამან დიდი შფოთვა გამოიწვია საზოგადოებაში და დაუყონებლივ უკან დააბრუნეს. მისი დაპატიმრების ღამეს იყოს მიწისძვრა, რაც ევდოკიამ მიიღო როგორც ნიშანი ღვთის რისხვისა, რამაც აიძულა იგი ეთხოვნა არკადიუსისთვის იოანეს თავის ღირსების დაბრუნებოდა. მშვიდობა ცოტახანს გაგრძელდა, როდესაც ვერცხლის ძეგლი დაუდგეს ეუდოკიას, იოანეს ეკლესიასთან ახლოს, იოანემ მკაცრად დაგმო ცერემონიები. მან მკაცრად ამხილა იგი: “კვლავ ცეკვავს ჰეროდია, კვლავ ცეკვავს და უნდა რომ მიიღოს იოანეს თავი,” იგი კვლავ იქნა გადასახლებული მაგრამ ახლა უკვე კავკასიაში, აფხაზეთში.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 24 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა დიდმოწამე მინას იხსნებს.