კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე ვატიკაში პრეფექტს შეხვდა
შეხვედრაზე გამოკვეთილი იყო საქართველო–წმინდა საყდრის თანამშრომლობის გაძლიერება კულტურული მემკვიდრეობის, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო და ლიტერატურის მიმართულებით.
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, წმინდა საყდრის კულტურისა და განათლების დიკასტერიის პრეფექტს, კარდინალ ჟოზე ტოლენტინო დე მენდონსას შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებულ მეგობრულ და მრავალწლიან დიპლომატიურ ურთიერთობებს. განხილვის მთავარი თემა იყო კულტურის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო რესურსებისა და ლიტერატურული მიმართულებების განვითარება.
თინათინ რუხაძემ კათოლიკური ეკლესიის საიუბილეო წელი მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის დიდი პატივია სახელმწიფო კამერული გუნდების მონაწილეობა საიუბილეო ღონისძიებებში, რაც ორ ქვეყანას შორის კულტურულ ურთიერთობებს კიდევ უფრო ამტკიცებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ წმინდა საყდართან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით მექვაბიშვილი, კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ ბაკურაძე და დიკასტერიის წარმომადგენლები.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიას ახალი ადმინისტრაციული საბჭო ჰყავს.