მიტროპოლიტმა შიომ ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს მეტეხის ხიდზე პარაკლისი აღავლინა

2824
14 ნოემბერი 2025 08:26
27
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ფოტო: საპატრიარქოს გვერდი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ფოტო: საპატრიარქოს გვერდი

პარაკლისის დასრულების შემდეგ, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მართლმადიდებელ
მრევლს ქადაგებით მიმართა.„მოწამეები არიან საყრდენი ჩვენი ეკლესიისა.”

2025 წლის 13 ნოემბერს, ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს, თბილისში, მეტეხის ხიდზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა პარაკლისი და მრევლს ქადაგებით მიმართა.
მიტროპოლიტმა მრევლს გადმოუცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვა და კურთხევა და აღნიშნა, რომ ასი ათასი მოწამის დღე განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის — „ეს არის სულის ზეიმი და გაბრწყინება“.
სიტყვაში მეუფე შიომ განმარტა, რომ „მოწამე არის ადამიანი, რომელმაც თავისი სისხლით დაამოწმა ქრისტეს მოსვლა, მისი მაცხონებელი ვნება, სიკვდილი და აღდგომა,“ და დაამატა, რომ თვით უფალმა იესო ქრისტემაც საკუთარ თავს „სარწმუნო მოწამე“ უწოდა.
მიტროპოლიტის თქმით, მოწამეები ეკლესიის საყრდენია:
„მოწამეები არიან საყრდენი ჩვენი ეკლესიისა, ის სვეტები, რომლებსაც ეყრდნობა ეკლესიის შენობა. ამიტომ შეუძლებელია, მართლმადიდებელი ქრისტიანი თაყვანს არ სცემდეს მოწამეებს... ვისაც უნდა, ჯეროვნად ადიდოს მოწამეები, უნდა ეცადოს, მიბაძოს მათ ღვაწლსა და შრომას.“


მეუფე შიომ აღნიშნა, რომ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური დევნა აღარ არის, თითოეულ ქრისტიანს მაინც ეძლევა მოწამეობრივი ბრძოლისა და გმირობის შესაძლებლობა — „არ გვდევნის ადამიანი, მაგრამ გვდევნის ეშმაკი... ეს ომია, სადაც არ არის შერიგება, არამედ მუდმივი ბრძოლა, რათა გვირგვინიც იყოს ნათელი.“
ქადაგების დასასრულს მიტროპოლიტმა მრევლს მიულოცა დღესასწაული და ღმერთს შეავედრა საქართველოსა და პატრიარქის დალოცვა:
„მათი ლოცვით, ღმერთმა გააძლიეროს, დალოცოს და გადაარჩინოს საქართველო. ღმერთმა დალოცოს ყოველი თქვენგანი და შეგვაძლებინოს, ისე ვადიდოთ ეს წმინდა მოწამეები, როგორც სათნოა მათთვის.“

თბილისი, მეტეხის ხიდი

13.11.2025

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სულთმოფენობიდან მეოცე კვირას ქადაგებით მიმართა მრევლს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ