,,წმიდა ანთიმოზ ივერიელის" სახელობის საკვირაო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
საღამოს ძირითადი თემა იყო ჯგუფების სახელწოდებების პრეზენტაცია. თითოეული ჯგუფისთვის შეიქმნა ლოგოები.
მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის დასალეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე აბრაამის (გარმელია) კურთხევით, ბარსელონას "წმიდა ნინოს" სახელობის სამრევლოსთან არსებულ ,,წმიდა ანთიმოზ ივერიელის" სახელობის ქართულ საკვირაო სკოლაში 2025 წლის 9 ნოემბერს ჩატარდა ტრადიციული ღონისძიება ,,კიდევაც დაიზრდებიან...."
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საკვირაო სკოლის ჯგუფები : ,,ციცინათელები ," "მერცხლები," ,,განთიადი," , ბახტრიონი," ,,მარტყოფი," ,,მარაბდა," ,,დიდგორი," ,,ბასიანი," ,,სამასი არაგველი" და "იბერია."
საღამოს ძირითადი თემა იყო ჯგუფების სახელწოდებების პრეზენტაცია. თითოეული ჯგუფისთვის შეიქმნა ლოგოები. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
მხატვრულ-შემოქმედებითი წრეები, სტუდიები და ანსამბლები: მუსიკალური სტუდია ,,გამა," ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების ანსამბლი "ვაზი,"
გიტარის შემსწავლელი წრე, ქართული ხალხური ცეკვის სტუდია ,,ქართველო."
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები და მშობლები.
ღონისძიების ორგანიზატორები გახლდათ ჩვენი საკვირაო სკოლის მასწავლებლები: მარინე წიქორაძე და ნათია კანდელაკი.