ჟურნალ „კარიბჭეს“ მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი მეუფე სერაფიმეს გარდაცვალებას ეხმაურება
თამარ მამაცაშვილი სოციალურ ქსელში მიტროპოლიტ სერაფიმე ჯოჯუას შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალებას ჟურნალ „კარიბჭეს“ მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
„ის სოხუმიდან იყო... მერე ბორჯომის ეპარქიას უძღვებოდა... მერე იყო დიდი განსაცდელი... მე მახსოვს მისი ცრემლები ათონზე გაცილებისას და მასთან ერთად ვტიროდით ყველა იქ მყოფნი... მერე დაბრუნდა, მდაბლად, მორჩილად, სიყვარულით განაგრძო მოღვაწეობა ტიტულატურ მღვდელმთავრად... 2 ნოემბერს მამა გაბრიელის გზა გაიარა მრევლთან ერთად. მერე ბიჭვინთის ხატის ტაძარი აკურთხა დიდ დიღომში... ეს მცირე ასლია იმ ტაძრისო, იქ, აფხაზეთში რომ გველოდება და ჩვენ იქ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთო... იმ ღამით კი მძიმე ინსულტი განუვითარდა და გამთენიისას გონდაკარგული იპოვეს კელიაში. ახლა შევიტყვე, რომ მეუფე სერაფიმემ უფალს შეჰვედრა სული... ის 64 წლის იყო – ტკივილებგამოვლილი... მართალთა სავანეში დაამკვიდროს უფალმა მისი სული... დაგვლოცე, ტკბილო მეუფეო,“ – წერს თამარ მამაცაშვილი.
მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა) 4 ნოემბერს, 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ბოლო დღეებში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში იყო გადაყვანილი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე სერაფიმე ჯოჯუა ინსულტის დიაგნოზით კლინიკაში მოათავსეს.