მართლმადიდებელი ეკლესია ღირსი მარკიანე კვირელის ხსენებას აღნიშნავს
ღირსი მარკიანე კვირელი ქალაქ კვირის მახლობლად უდაბნოში მოსაგრეობდა.
ღირსმა მარკიანე კვირელმა პატარა ქოხი აიშენა და დროს ლოცვაში, ფსალმუნთა გალობაში და საღვთო წიგნების კითხვაში ატარებდა, საჭმელად ძალზე მწირი საკვები ჰქონდა. ღირსი მარკიანეს წმინდა ცხოვრების შესახებ ხმა შორს გაუვარდა და მის გარშემო სულიერი მოღვაწეობის მსურველები შეიკრიბნენ. წმინდა მარკიანემ მათთთვის სავანე დააარსა.
ღვთის მადლი განისვენებდა წმინდა მარკიანეზე და მან უფლისგან საკვირველქმედების ნიჭი მიიღო. ერთხელ მან ჯვარი გადასახა კელიაში შემოსრიალებულ გველს და ქვეწარმავალი ცეცხლმა მოსწვა; ღამით, როცა წმინდანი კითხულობდა, მას ზეციური ცეცხლი უნათებდა, საძმოს შესაწევნელად მრავალი სხვა სასწაულიც აღასრულა ღირსმა მამამ. იგი მშვიდობით მიიცვალა დაახლ. 388 წელს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 2 ნოემბერი ღირსი მამა, აღმსარებელი და სალოსი, მამა გაბრიელის ხსენების დღეა.