მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში საზეიმო წირვა ჩაატარა
წირვას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ბატონი ლევან ზალკალიანი.
2025 წლის 18 ოქტომბერს, მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე), ღირსი წმინდა მამის გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღესთან დაკავშირებით, უბისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში საზეიმო წირვა ჩაატარა, ეპარქიის და ეპარქიაში სტუმრად მყოფ სამღვდელოებასთან ერთად. წირვას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ბატონი ლევან ზალკალიანი და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იმერეთის მხარეში ბატონი მამუკა ხიმშიაშვილი, წირვის დასასრულს შესრულდა ლიტანიობა, ბოლოს კი მეუფემ ქადაგებით მიმართა და დღესასწაული მიულოცა ტაძარში შეკრებილ მრევლს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 17 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ