„ჩვენი ძალა ღმერთშია – ეკლესიისგან დაცილება გვასუსტებს“

2 ოქტომბერი 2025 15:32
144
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი. ფოტო: ღია წყარო ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი. ფოტო: ღია წყარო

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი საზოგადოების პრობლემებზე: „ჩვენი ცოდვების გამო ძლიერდება ის ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ფასეულობებს“.

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა ტელეკომპანია ობიექტივის ეთერში ისაუბრა, სულიერ გაძლიერებაზე და ეროვნულ ფასეულობებთან დაბრუნების საჭიროებაზე. მისი თქმით, საქართველოს წინაშე არსებული სირთულეები, გასაკუთრებით საზოგადოებრივი გახლეჩა და ზნეობრივი კრიზისი, სწორედ ღმერთისგან და დედა ეკლესიისგან დაშორებას უკავშირდება.

მიტროპოლიტმა დანიელმა ფსალმუნიდან მაგალითი მოიყვანა, სადაც უფალი ეუბნება ებრაელ ერს: თუ ისმინდნენ ჩემი, „მტრებს დავამდაბლებდი“, მაგრამ რადგანაც ჩემი ერი არ მისმენს, უცხო ტომი გავაბატონეო.
ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია საქართველოსთვის: „როცა ჩვენს რწმენას, ზნეობას და ტრადიციას დავკარგავთ, სწორედ მაშინ ძლიერდება ის ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს ფასეულობებს. გამოსავალი კი მხოლოდ ეკლესიასთან დაბრუნებაშია.“

მიტროპოლიტი დანიელი საქართველოს ქრისტიან მოუწოდებს, რომ პირადი და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად კვლავ რწმენა და დედა ეკლესიის წიაღი დაინახონ. მისი თქმით, ქვეყნის გაძლიერება მხოლოდ სულიერი ერთიანობით არის შესაძლებელი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ