გიგანტური წიგნების პროექტის პირველი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

30 სექტემბერი 2025 12:18
384
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. ფოტო: ღია წყარო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. ფოტო: ღია წყარო

ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარდგენილი იქნა „ივერიის“ 1886 წლის სრული გამოცემა.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა უნიკალური ინიციატივით — „გიგანტური წიგნების“ პროექტით — კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს. პროექტის ფარგლებში იგეგმება XIX და XX საუკუნის დასაწყისის ქართული პერიოდული გამოცემების ორიგინალური ზომითა და ფორმით დაბეჭდვა, რაც ხელს შეუწყობს ისტორიული მასალების გადარჩენასა და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.

მჟკ გამცნობთ, რომ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა პროექტ „გიგანტური წიგნების“ პირველი გამოცემის წარდგინება. წარმოდგენილი იყო წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) რედაქტორობით გამომავალი გაზეთ „ივერიის“ 1886 წლის სრული კომპლექტი, რომელიც სპეციალურად დამზადდა ორიგინალის ზუსტი ზომისა და ფორმატის მიხედვით.
გამოცემის მომზადებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაზეთის დაზიანებული გვერდების რესტავრაციას, რაც პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად იქცა.
ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ, გახსნა. მისი თქმით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად გამოიცემა XIX საუკუნისა და XX საუკუნის დასაწყისის მნიშვნელოვანი ქართული პერიოდული გამოცემების გიგანტური ასლები.
ინიციატივის მიზანია, ერთის მხრივ, ბიბლიოთეკის საცავებში დაცული უნიკალური დედნების დაცვა და გადარჩენა, ხოლო მეორეს მხრივ, ამავე მასალების ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ეროვნული მეხსიერების შენარჩუნებისა და კულტურული ფასეულობების პოპულარიზაციის საქმეში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი შიო: ჯვრის ძალა და სიყვარულის გზაზე ყოფნა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ