საქართველოს პრემიერ-მინისტრი საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლების შეხვედრა საქრთველოს პრემიერთან. ფოტო: Irakli Kobakhidze

საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლების შეხვედრა საქრთველოს პრემიერთან. ფოტო: Irakli Kobakhidze

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა იმ საეკლესიო დელეგაციების ხელმძღვანელებს, რომლებიც ქვეყანას ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად ეწვივნენ.

შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საეკლესიო დელეგაციების ხელმძღვანელებს საქართველოში ვიზიტისთვის და ხაზი გაუსვა სიმპოზიუმის მუშაობაში მათ მონაწილეობას.

ამ თემაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიაში იმყოფებოდა
სადღესასწაულო ღვთისმსახურება ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა აღავლინა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკლესიის გადამწყვეტ როლზე ქვეყნის სულიერი ღირებულებების დაცვასა და განმტკიცებაში. ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის მრავალწლიანი ღვაწლი ეკლესიის საქმიანობასა და ქართველი ხალხის სულიერ ცხოვრებაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა თბილისის ტაძრები მოილოცეს.

უფლისციხეში ეთნოფესტივალი გაიმართება

17–18 ოქტომბერს დაგეგმილი ორდღიანი პროგრამა სამეცნიერო კონფერენციას, ისტორიული სამოსის გამოფენას, ტრადიციული რეწვისა და ეთნოკულინარიის ღონისძიებებსა და გალა-კონცერტს გააერთიანებს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტაძრებში ელექტრონული აპარატების განთავსებაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, იმ ტაძრებში, სადაც ელექტრონული შესაწირი აპარატის განთავსების სურვილი და საჭიროება იქნება, შესაბამის მოწყობილობას ბანკი დაამონტაჟებს.

მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა თბილისის ტაძრები მოილოცეს

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით ჩამობრძანებულმა მღვდელმთავრებმა პატრიარქ ილია II-ის საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს.

თბილისის სასულიერო აკადემიაში ფსიქოლოგმა თამარ მირცხულავამ ლექცია წაიკითხა

შეხვედრა ადამიანის ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპებს, ასაკობრივ კრიზისებსა და დევიაციური ქცევის გამომწვევ მიზეზებს დაეთმო.

ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის გამოფენა გაიმართა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ მიიღო მონაწილეობა.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ბათუმის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება აღასრულა

10 ოქტომბერს ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში შაბათი დღის მსახურებას მიტროპოლიტი დიმიტრი უძღვებოდა.