კვიპროსში პანაღია სუმელას ახლად აგებული ტაძარი აკურთხეს

კვიპროსში პანაღია სუმელას ახლად აგებული ტაძარი. ფოტო: Georgia in Cyprus

კვიპროსში პანაღია სუმელას ახლად აგებული ტაძარი. ფოტო: Georgia in Cyprus

კვიპროსში, ლარნაკას რაიონის სოფელ ალეთრიკოში, პანაღია სუმელას ახლად აგებული ტაძრის კურთხევა გაიმართა. ტაძრის კურთხევის მსახურება და საღმრთო ლიტურგია ტრიმითუნტის მიტროპოლიტმა ბარნაბამ და ვერიის მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა აღავლინეს.

ამ თემაზე კვიპროსის ეკლესია: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეაჩეროს სტავროვუნის მონასტერთან კარიერის გაფართოება
კვიპროსის ეკლესიის წმინდა სინოდი 2026 წლის 17 სექტემბერს შეიკრიბა სტავროვუნის მონასტრის ტერიტორიაზე კარიერის გაფართოების საკითხთან დაკავშირებით.

საზეიმო ღვთისმსახურებას საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული მარინე ნარჩემაშვილი საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელთან, მამა ზაქარიასთან ერთად დაესწრო. მსახურებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მორწმუნეები, ხოლო დამსწრეთა შორის იყვნენ ქალაქ ლარნაკას მერი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.

ტაძარი კვიპროსში მცხოვრები, საქართველოდან წარმოშობით პონტოელი ბერძენის, ავრაამ ანასტასიადისის ძალისხმევით აიგო.

ახლად აგებულ ტაძარს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ფრესკა ამშვენებს, რომელიც ქართველი და ბერძენი ხალხების, ასევე ორი მართლმადიდებელი ეკლესიის მეგობრობის სიმბოლოს წარმოადგენს.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტი ტიქიკოსი პაფოსის ეპარქიის შენობიდან გამოასახლეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი საეკლესიო დელეგაციების წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე უირადღბა გამახვილდა საქართველოს ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე ქვეყანაში სულიერი ღირებულებების შენარჩუნებისა და განმტკიცების საქმეში.

უფლისციხეში ეთნოფესტივალი გაიმართება

17–18 ოქტომბერს დაგეგმილი ორდღიანი პროგრამა სამეცნიერო კონფერენციას, ისტორიული სამოსის გამოფენას, ტრადიციული რეწვისა და ეთნოკულინარიის ღონისძიებებსა და გალა-კონცერტს გააერთიანებს.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ტაძრებში ელექტრონული აპარატების განთავსებაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, იმ ტაძრებში, სადაც ელექტრონული შესაწირი აპარატის განთავსების სურვილი და საჭიროება იქნება, შესაბამის მოწყობილობას ბანკი დაამონტაჟებს.

მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებმა თბილისის ტაძრები მოილოცეს

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით ჩამობრძანებულმა მღვდელმთავრებმა პატრიარქ ილია II-ის საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს.

თბილისის სასულიერო აკადემიაში ფსიქოლოგმა თამარ მირცხულავამ ლექცია წაიკითხა

შეხვედრა ადამიანის ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპებს, ასაკობრივ კრიზისებსა და დევიაციური ქცევის გამომწვევ მიზეზებს დაეთმო.

ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში ქრისტიანული საგანძურის გამოფენა გაიმართა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ მიიღო მონაწილეობა.