მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენიებს ღირს ილარიონ ქართველს

ღირსი ილარიონ ქართველი, საკვირველთმოქმედი. ფოტო: ღია წყარო

ღირსი ილარიონ ქართველი, საკვირველთმოქმედი. ფოტო: ღია წყარო

2 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია პატივს მიაგებს ღირს ილარიონ ქართველს.

ღირსი მამა ილარიონი კახელი აზნაურის შვილი იყო, დონაურთა გვარიდან. ექვსი წლის ყრმა სასწავლებლად ღირსეულ და ღმრთისმოყვარე ბერს მიაბარეს. ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამ იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე, სოფელში, ააშენა მონასტერი.

თოთხმეტი წლის ილარიონმა გადაწყვიტა, განრიდებოდა მამის ზედმეტ ყურადღებას, დატოვა მონასტერი, გარეჯის უდაბნოს მიაშურა, ჰპოვა პატარა გამოქვაბული და იქ დაეყუდა.

ილარიონი საოცარ მოღვაწეობას შეუდგა. „მარხვითა და მღჳძარებითა ჰასაკსა მას სიჭაბუკისასა და დააჭკნობდა, ლოცვითა და მარადის ღმრთისა ხედვითა უჴორცოთა მიემსგავსებოდა, ვიდრეღა წარემატებოდა მოღუაწებითა ყოველთავე მყოფთა მის ადგილისათა უდაბნოსა მას შინა, რამეთუ ყოველთავე უკჳრდა ეგეოდენი შრომაჲ მისი და მოთმინებაჲ“.

ახალგაზრდა მონაზონმა მეუდაბნოეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. „აღეშენებოდეს ყოველნი იგი ძმანი სწავლითა მისითა და შეუვრდებოდეს მას, რათა იყოფებოდიან მის თანა“. ასე დაემკვიდრნენ ღირს ილარიონთან „ათერთმეტნი ძმანი მოღუაწენი მშჳდნი და მდაბალნი“.

წმიდა ილარიონი ხუთი წელი ცხოვრობდა ულუმბოს მთაზე, შემდეგ კონსტანტინოპოლში წავიდა, მოილოცა წმიდა ადგილები და რომს გაეშურა წმიდა პეტრე და პავლე მოციქულთა საფლავების თაყვანსაცემად.

რომს მიახლებულმა ილარიონმა ვენახის ძირთან მჯდარი დავრდომილი ნახა და ერთი მტევანი ყურძენი სთხოვა. დავრდომილმა უთხრა: „აჰა, მამაო, ვენახი, რაც გსურთ, მიირთვით, მე კი „ვერ შემძლებელ ვარ აღდგომად ცოდვათა ჩემთაგან“.

ღირს ილარიონს შეეცოდა დავრდომილი, ილოცა და ავადმყოფს უთხრა: „აღდეგ, ძმაო, უფალსა უბრძანებიეს და ჴელითა შენითა მომართუ ნაყოფისაგან სამოთხისა მაგის“. განკურნებული კაცი მყისვე წამოდგა, ვენახში შევიდა და მტევნით გამოვიდა, მაგრამ წმიდა ილარიონი იქ აღარ დახვდა. ვენახის პატრონი ქალაქისკენ წავიდა თავისი კეთილისმყოფლის მოსაძებნად, თან ყველას უყვებოდა სასწაულს.

წმიდა ილარიონი ორი წელი ცხოვრობდა რომში ანგელოზებრივი ცხოვრებით. შემდეგ კვლავ კონსტანტინოპოლში დაბრუნდა.

ორი წელი ცხოვრობდა რომში ანგელოზებრივი ცხოვრებით. შემდეგ კვლავ კონსტანტინოპოლში დაბრუნდა.

გზად წმიდა ილარიონმა თესალონიკში გაიარა, თაყვანი სცა წმიდა დიდმოწამე დიმიტრის (ხს. 26 ოქტომბერს) სამარტვილეს და ქალაქის მთავრის კართან შეისვენა. სახლიდან მხევალმა ოთხი წლის დამბლადაცემული ყრმა გამოიყვანა და მზის გულზე დააწვინა. ღირსმა მამამ ქალს წყლის მოტანა სთხოვა. როცა ქალი წავიდა, წმიდა ილარიონმა ჯვარი გადასახა ყრმას და თქვა: „სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა შენ გეტყჳ, ყრმაო, აღდეგ ცოცხლებით“. ყრმა სასწრაფოდ წამოხტა ფეხზე და დედასთან გაიქცა. წმიდა ილარიონი კი იქაურობას გაშორდა, რომ არავის ეხილა. წმიდა ილარიონმა მთელი ცხოვრება თესალონიკში გაატარა. თავისი აღსასრული მას წინასწარ ეუწყა უფლისაგან, ქალაქის მთავარი დაიბარა, მადლობა უთხრა ყველაფრისათვის და ანდერძად გლახაკთა და მონაზონთა სიყვარული, სამართლიანობა და მოწყალება დაუტოვა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მამა ვიტალი სიდორენკო – სიწმიდისა და მოყვასის დიდების მაგალითი.

წაიკითხეთ ასევე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

მიტროპოლიტი არსენი (კარდამაკისი) საქართველოში ქორეპისკოპოს მაქსიმესა და დაახლოებით 50 მომლოცველთან ერთად იმყოფება.

ეპისკოპოსმა ვახტანგმა ილია II-ის საფლავთან პანაშვიდი გადაიხადა

სიონის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს.

დეკანოზმა შალვა კეკელიამ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე ისაუბრა

თბილისის საუსლიერო აკადემიასა და სემინარიაში მამა შალვამ თემაზე „ეკლესიური ცნობიერება და თანამედროვე გამოწვევები“ ისაუბრა.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიაში წმინდა გაბრიელის წმინდა ნაწილები დააბრძანეს

ჩრდილოეთ ამერიკის ქართულ ეპარქიაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება.

გრძელდება ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის დალოცვა

მიტროპოლიტმა სტეფანემ სოფელ ზარაგულაში საღვთო ლიტურგია აღასრულა, ქვედა ლუხვანოში მოსახლეობას შეხვდა, ხოლო ზედა ლუხვანოში მშენებარე ტაძარში პარაკლისი გადაიხადა.

ევროპული ენების დღე წმინდა გაბრიელ მთავარეპისკოპოსის სკოლა-გიმნაზიაში

მე-5 კლასის მოსწავლეებისთვის უცხოური ენების კათედრის წევრებმა საგანმანათლებლო და სახალისო ვიქტორინა გამართეს.