მიტროპოლიტ აბრაამს 1 დეკემბერს სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაკრძალავენ
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის ცხედარს სიონის საპატრიარქო ტაძარში 29 ნოემბერს, 12:00 საათზე დაასვენებენ.
საქართველოს საპატრიარქო მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელიას) დაკრძალვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრის, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველის, მიტროპოლიტ აბრაამის ცხედარს სიონის საპატრიარქო ტაძარში 2026 წლის 29 ნოემბერს, კვირას, 12:00 საათზე დაასვენებენ.
ახლადშესვენებული მიტროპოლიტის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი სიონის საპატრიარქო ტაძარში 29 და 30 ნოემბერს აღევლინება.
მიტროპოლიტ აბრაამს 1 დეკემბერს, სამშაბათს, 14:00 საათზე სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ღვთივ განისვენა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა.
0
0
საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
დასავლეთ ევროპის არქიეპისკოპოსი
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი
დასავლეთ ევროპიოს სამრევლო
დაკრძალვა
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
