ზუგდიდში თეატრალური წარმოდგენა „ფესვები საქართველოა“ გაიმართა
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში წარმოდგენილი სპექტაკლი „საუკუნეებს შორის დიალოგი — გზა ილია მართალიდან ილია მეორემდე“ საქართველოს სულიერ და ეროვნულ ღირებულებებს მიეძღვნა.
25 ნოემბერს, 17:00 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში თეატრალური წარმოდგენა „ფესვები საქართველოა“ გაიმართა.
სპექტაკლის მთავარი თემატიკა საუკუნეებს შორის დიალოგი და საქართველოს სულიერი ისტორიის გააზრება იყო. წარმოდგენა სახელწოდებით „საუკუნეებს შორის დიალოგი — გზა ილია მართალიდან ილია მეორემდე“ მაყურებელს საქართველოს ისტორიულ, ეროვნულ და სულიერ მემკვიდრეობაზე მოუთხრობდა.
თეატრალური წარმოდგენა წარმოაჩენდა იმ უწყვეტ სულიერ კავშირს, რომელიც საქართველოს წარსულს, აწმყოსა და მომავალს აერთიანებს, და კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს ქვეყნის ისტორიაში ეკლესიისა და სულიერი წინამძღვრების განსაკუთრებულ როლს.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ეროვნული თვითშეგნების, ისტორიული მეხსიერებისა და ქართული სულიერი ფასეულობების წარმოჩენას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ზუგდიდის №4 საჯარო სკოლაში ღირებულებითი განათლების კლუბ „სიტყვის“ შეხვედრა გაიმართა.
