დეკანოზი შალვა კეკელია მეუფე აბრაამის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

დღეს 15:53
72
დეკანოზი შალვა კეკელია. ფოტო: მჟკ დეკანოზი შალვა კეკელია. ფოტო: მჟკ

„დიდი დანაკლისია ჩვენი დედაეკლესიისთვის მისი გარდაცვალება. უდიდესი ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის მეუფის გარდაცვალება“ – მამა შალვა კეკელია.

დეკანოზი შალვა კეკელია დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელიას) გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც მან მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირთან საუბრისას აღნიშნა, მეუფე აბრაამთან განსაკუთრებული პირადი და სულიერი ურთიერთობა აკავშირებდა. მამა შალვა კეკელიას თქმით, სწორედ მეუფე აბრაამი იყო მისი რექტორი სასულიერო სემინარიაში ჩაბარების დროს და თავად მიიღო იგი სასწავლებელში.

„ძალიან გული დამწყდა, როცა დღეს ეს ამბავი გავიგე. ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. როცა მე სემინარიაში ჩავაბარე, ჩემი რექტორი იყო მეუფე აბრაამი. მან თვითონ მიმიღო სემინარიაში ძალიან დიდი სიყვარულითა და პატივისცემით. მის ხელში გავიზარდე თითქმის.

სემინარიის დასრულების შემდეგაც ხშირად მქონდა მასთან შეხება. როცა ევროპაში ჩავდიოდი ხოლმე, დიდი სიყვარულით მხვდებოდა.

დიდი დანაკლისია ჩვენი დედაეკლესიისთვის მისი გარდაცვალება და განსაკუთრებით ეპარქიის სამღვდელოებისთვის. ჩემი უახლოესი მეგობრები არიან ისინი. დაობლდნენ. უდიდესი ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის მეუფის გარდაცვალება“, – აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ღვთივ განისვენა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ