სტიქაროსანმა დავით სხულუხიამ საერთაშორისო ოლიმპიადაში გაიმარჯვა
დავით სხულუხიამ ორგანიზაცია „Mind Up • მაინდ აფ“-ის მიერ საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ საერთაშორისო ინგლისურენოვან ოლიმპიადაზე მე-9 და მე-10 კლასელთა კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის სტიქაროსანმა დავით სხულუხიამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია — იგი საერთაშორისო ინგლისურენოვანი ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა.
ოლიმპიადა ორგანიზაცია „Mind Up • მაინდ აფ“-ის ორგანიზებით საქართველოს მასშტაბით ჩატარდა. დავით სხულუხიამ მე-9 და მე-10 კლასელთა კატეგორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და გამარჯვება მოიპოვა.
ეპარქიის სახელით დავით სხულუხიას მიღწეულ წარმატებას ულოცავს და შემდგომ წინსვლას, მრავალ გამარჯვებასა და უფლის შეწევნას უსურვებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა.
0
0
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია
გერასიმე – ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი
განათლება
განათლების სამინისტრო
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
გარდაიცვალა ბაჩკის მიტროპოლიტი ირინეოსი
გუშინ 19:27
