საქართველოს მთავრობა სუროგაციის სრულ აკრძალვას აანონსებს
ინიციატივის მიზეზებად „ეთიკური და სამართლებრივი“ რისკები — მათ შორის ადამიანებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და ქალების ექსპლუატაცია — ასევე ბაზრის ზრდა დასახელდა.
2026 წლის 22 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
გადაწყვეტილება ეფუძნება სუროგაციასთან დაკავშირებულ ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს. კირცხალიამ დაასახელა ადამიანებით ვაჭრობის, ქალთა შესაძლო ექსპლუატაციისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის რისკები. მან თქვა, რომ სუროგაციის აკრძალვას შესაძლოა ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს, თუმცა, მისი შეფასებით, ეკონომიკური სარგებელი ვერ გადაწონის ამ რისკებს.
„კონსულტაცია როგორც საქართველოს საპატრიარქოსთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან გვქონდა საკმაოდ აქტიურად და მიღებულია ეს გადაწყვეტილება“, – თქვა კირცხალიამ.
სპეციალისტები და ექიმები მიიჩნევენ, რომ სრული აკრძალვის ნაცვლად სფეროს მკაცრი რეგულაცია და კონტროლია საჭირო. მათი შეფასებით, აკრძალვა შეზღუდავს საქართველოს მოქალაქეების წვდომას ამ სერვისზე და გამოიწვევს მომსახურების საზღვარგარეთ, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში, გადინებას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პარლამენტარებს სუროგატი დედების მომსახურების უცხოელებზე გაყიდვა სურთ.
