შიო III-მ დეკანოზი ლევან ალადაშვილი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა
დაჯილდოება 21 ნოემბერს, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში აღვლენილი სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ გაიმართა.
ამა წლის 21 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ, თბილისის წმინდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში (უზნაძის ქუჩაზე) სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III-მ ამავე ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ლევან ალადაშვილი, გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
აღნიშნული ჯილდო სასულიერო პირის მსახურების აღიარებისა და დაფასების გამოხატულებაა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ პატრიარქ შიო III-ის ნათლულებს კიდევ 710 ბავშვი შეემატა.
0
0
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
