სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი
მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა.
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო
,,მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ექვსი ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის, სიცოცხლე შეიწირა.
დიდია ჩვენი მწუხარება! გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, სრულიად საქართველოს…
განუზომელია ჭირისუფალთა ტკივილი და გლოვა, რომელთა შესამსუბუქებლად სიტყვები უძლურია. ასეთ მძიმე წუთებში ჩვენი სასოება და ნუგეში მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის რწმენაა. მის მოწყალებას მივანდობთ ახლადშესვენებულთა სულებს და ლოცვით შევეწევით მათ...
შევთხოვთ უფალს, სავანესა მართალთასა დაამკვიდროს ისინი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს განუმტკიცოს რწმენა და მიმადლოს ძალა ამ ტკივილის დაძლევისა, დაშავებულთ კი შეეწიოს და მალე გამოაჯანმრთელოს.
ღმერთმა გააძლიეროს და მშვიდობით აკურთხოს ჩვენი ქვეყანა!''
✠ შიო III
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონი ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო.
