ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

დღეს 13:21
72
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედია. ილუსტრაცია: მჟკ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედია. ილუსტრაცია: მჟკ

ეპარქია გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თანაუგრძნობს.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია თბილისში, ფონიჭალაში, მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბერს, დილის 09:00 საათზე, თბილისში, ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი არასრულწლოვნისა, ხოლო 5 ადამიანი დაშავდა.

მომხდარი ტრაგედიის გამო 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა: „ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დანაკარგს“ – მიხეილ ყაველაშვილი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ