საქართველოს პატრიარქმა რუსეთიდან ჩამოსული სასულიერო პირები მიიღო
შეხვედრას ესწრებოდნენ: აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) და ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, სქემიღუმენია იოანა (ნიკოლაიშვილი).
ამა წლის 2 ოქტომბერს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო რუსეთიდან ჩამოსული ორი სასულიერო პირი: დეკანოზი იოანე კალედა - მოსკოვის წმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი სერგი ბერნაცკი - იახრომოს ოლქის ტაძრების კეთილმოწესე სერგიევო-პოსადის ეპარქიიდან და მათი თანმხლები პირები.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) და ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, სქემიღუმენია იოანა (ნიკოლაიშვილი).
შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. სტუმრებმა მის უწმინდესობას აღსაყდრება მიულოცეს და მისგან ლოცვა-კურთხევა გამოითხოვეს.
აღსანიშნავია, რომ დეკანოზი იოანე კალედა დიდ პატივს მიაგებს ღირს დავით გარეჯელს. იგი ტაძრის მრევლთან ერთად ყოველწლიურად ჩამოდის საქართველოში, რათა მოილოცონ დავითგარეჯის მონასტერი და ქვეყნის სხვა სიწმინდეები, ასევე გამოცემული აქვთ წიგნი ღირსი დავით გარეჯელის შესახებ.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III დელეგაციების შეხვედრაზე მიბრძანდა.
0
0
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
რმე (რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია)
სრულიად საქართველოს პატრიარქი შიო მესამე
საქართველოს საპატრიარქო
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ
მიტროპოლიტმა ილარიონმა საპატიო სიგელით დააჯილდოვა საერო პირები
05 ოქტომბერი 15:57
მიტროპოლიტმა იობმა ბერმუხის მამათა მონასტერში საღმრთო ლიტურგია აღავლინა
05 ოქტომბერი 15:41
ბათუმის საკათედრო ტაძარში ახალი დიაკონი იკურთხა
05 ოქტომბერი 14:59
ქალაქ რენეში საღვთო ლიტურგია აღევლინა
05 ოქტომბერი 12:31
მიტროპოლიტმა გერასიმემ დრამატულ სტუდია „შთამომავლებს“ უმასპინძლა
05 ოქტომბერი 10:23
