მაია ბითაძემ და საფრანგეთის ელჩმა თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს

დღეს 08:13
84
კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო. ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო. ფოტო: საქართველოს კულტურის სამინისტრო

შეხვედრაზე მინისტრმა ლევილის ქართველთა მამულის რეაბილიტაციის შემდგომ ეტაპსა და ერთობლივი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს კულტურის მინისტრი მაია ბითაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა. კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა კინოს, ლიტერატურის, არქეოლოგიისა და მუზეუმების სფეროებში განხორციელებული წარმატებული პროექტები განიხილეს და ამ მიმართულებებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ამ თემაზე მაია ბითაძის განცხადებით, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია
პირველადი გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები დასრულდა. სპეციალისტებმა კედლის მხატვრობის ყველა კრიტიკული უბანი გაამაგრეს და ტაძრის მდგომარეობაზე დაკვირვებას განაგრძობენ.

საუბარი შეეხო საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ სარეაბილიტაციო პროექტსაც. მაია ბითაძემ ყურადღება გაამახვილა მამულის რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ ეტაპზე და ხაზი გაუსვა ქართულ-ფრანგული კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვის მნიშვნელობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ბაკურაძე

და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი, საფრანგეთის საელჩოს თანამშრომლობისა და კულტურული მოქმედების მრჩეველი სალომე გეორგიევი.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: კულტურის მინისტრი ალავერდის სამონასტრო კომპლექსს ეწვია.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ