მიტროპოლიტმა ანდრიამ იაკობ გოგებაშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა
ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის დაბადების დღეს გორისა და ატენის მიტროპოლიტი მის სახლ-მუზეუმსაც ეწვია.
27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სოფელ ვარიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში იაკობ გოგებაშვილისა და მისი მშობლების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მეუფე ანდრიამ ასევე მოინახულა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი, სადაც დაცულია დიდი ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ცხოვრებასა და საქმიანობასთან დაკავშირებული მასალები.
იაკობ გოგებაშვილი 1840 წლის 27 ოქტომბერს სოფელ ვარიანში დაიბადა. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული პედაგოგიკის განვითარებასა და მშობლიურ ენაზე სწავლების დამკვიდრებაში. მის მიერ შექმნილი „დედა ენა“, რომელიც პირველად 1876 წელს გამოიცა, ქართველთა მრავალი თაობისთვის წერა-კითხვის შესწავლის საფუძვლად იქცა. გოგებაშვილის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ქართული ენის დაცვას, განათლების გავრცელებასა და ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებას ემსახურებოდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გორის ყოვლადწმინდა სამების ტაძარს დეკანოზი ანატოლი ფიოდორუკი ეწვია.
