პატრიარქმა შიო III-მ „ღირებულებითი განათლების“ კლუბების ხელმძღვანელები მიიღო
გადამზადების მეორე ეტაპის მონაწილე სასულიერო პირებს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ჯვრები გადასცა.
2026 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში „ღირებულებითი განათლების“ კლუბების ხელმძღვანელთა გადამზადების მეორე ეტაპის მონაწილეები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ მიიღო.
შეხვედრისას კათოლიკოს-პატრიარქმა სასულიერო პირებს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით დამზადებული საიუბილეო სამღვდელო ჯვრები გადასცა.
საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე გადამზადების მეორე ეტაპის ფარგლებში კლუბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს საჯარო მმართველობის დოქტორი ნათია გოცაძე უძღვება.
პროექტი „ღირებულებითი განათლება“ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქმა შიო III-მ ბელგრადის სასულიერო სემინარიის პროფესორები და სტუდენტები დალოცა.
