ბაგრატის ტაძარში მიტროპოლიტ კალისტრატეს მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა

დღეს 09:35
12
მიტროპოლიტმა იოანემ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, კალისტრატეს მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა. ფოტო: ეპარქიის გვერდი მიტროპოლიტმა იოანემ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, კალისტრატეს მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა. ფოტო: ეპარქიის გვერდი

განსვენებული მღვდელმთავრის დაბადებიდან 88 წლისთავზე პანაშვიდი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღასრულა.

2026 წლის 20 ოქტომბერს, ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების-სიონის (ბაგრატი) საკათედრო ტაძარში, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, კალისტრატეს მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა.

ამ თემაზე მიტროპოლიტმა იოანემ წმინდა კვიპრიანესა და იუსტინას ტაძარში პარაკლისი აღასრულა
ღვთისმსახურება წმინდა დიდმოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების, მღვდელმოწამე კვიპრიანესა და ქალწულმოწამე იუსტინას ხსენების დღეს გაიმართა.

ღვთისმსახურება მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ აღასრულა და განსვენებული მღვდელმთავრის სულის მოსახსენიებლად ილოცა.

ამ დღეს მიტროპოლიტ კალისტრატეს 88 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღეს აღსრულებული პანაშვიდით პატივი მიაგეს განსვენებული მღვდელმთავრის ხსოვნას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტ კალისტრატეს დაბადებიდან 88 წელი შესრულდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ