დღეს წმიდა ილია მართლის მკვლელობით გარდაცვალების დღეა

12 სექტემბერი 11:55
154
დიდი ილია ჭავჭავაძე დიდი ილია ჭავჭავაძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს.

დღეს წმიდა ილია მართალის (ჭავჭავაძე) (+1907) ხსენების დღეა. ილია ჭავჭავაძე საქართველოს ეკლესიამ წმინდანად 1987 წელში შერაცხა, ხოლო ხსენების დღეები წმინდა სინოდმა 2015 წელს განაწესა.

12 სექტემბერი წმინდა ილია მართლის მკვლელობის (გარდაცვალების) დღეა.

1907 წლის 12 სექტემბერს (ძველი სტილით 30 აგვისტოს) საქართველოს მოუკლეს დიდი ილია ჭავჭავაძე. ერის გონი, სიბრძნე, ზნეობა, სინდისი და მისი თავისუფლებისთვის მებრძოლი სული. „რას სჩადით?!... მე- ილია ვარ!“ - დიახ, ეს სიტყვები დღესაც ბასრი მახვილივით ხვდება გულში თითოეულ ქართველს. საქართველოს გარე და შიდა მტრებმა ვერაგულად და მზაკვრულად აღასრულეს ილიას მკვლელობა და ერის წინამძღოლს ერთი ტყვიით განუგმირეს საქართველოსთვის და ყოველი ქართველისთვის ანთებული გული.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 10 სექტემბერს ეკლესია წმიდა დიდებულ მოწამე დედოფალ შუშანიკს მოიხსენიებს.

 


 

 

 

 

 
 

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ