ვრცელდება სამძიმრის წერილი ჯული შოშიაშვილი გარდაცვალების გამო

11 სექტემბერი 12:19
120
ველი ბერძნული ენის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი ჯული შოშიაშვილი. ფოტო: თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია ველი ბერძნული ენის ღვაწლმოსილი პედაგოგი, ქალბატონი ჯული შოშიაშვილი. ფოტო: თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის თარჯიმანი, ბერძნული ენის სპეციალისტი ჯული შოშიაშვილი გარდაიცვალა.

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ჯული შოშიაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებენ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

ჯული შოშიაშვილი წლების განმავლობაში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურში თარჯიმნად და ბერძნული ენის სპეციალისტად საქმიანობდა.

განსვენებულის პანაშვიდი 11 სექტემბერს და 12 სექტემბერს 17:00 საათამდე გაიმართება მუხიანში, წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას სახელობის ეკლესიაში (გობრონიძის ქ. №29).

12 სექტემბერს, შაბათს, 17:00 საათზე, ჯული შოშიაშვილის ცხედარს სიონის საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

გამოსვენება 13 სექტემბერს, კვირას, 14:00 საათზე, სიონის საკათედრო ტაძრიდან გაიმართება.

განსვენებულს მარტყოფში დაკრძალავენ.

ართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ვრცელდება კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ