თავისუფლების მოედანზე არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართება

10 სექტემბერი 17:51
204
20 სექტემბერს დაგეგმილია აქცია 20 სექტემბერს დაგეგმილია აქცია

20 სექტემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას სასულიერო და საერო პირები მიიღებენ — მონაწილეები საქართველოში შესაძლო „არაბიზაციას“ და კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტს აპროტესტებენ.

20 სექტემბერს, 18:00 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, არაბული ქალაქების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციაში მონაწილეობას სასულიერო და საერო პირები მიიღებენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კრწანისის ტყე-პარკისა და სხვა ტერიტორიების განვითარების საკითხი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და საზოგადოებრივი განხილვის საგანია. სასულიერო პირების შეფასებით, საკითხი საქართველოს ტერიტორიულ, ეროვნულ და სულიერ ინტერესებს უკავშირდება.

„აქ, ამ წმინდა მიწაზე, ქართველების უამრავი სისხლია დაღვრილი სამშობლოს დასაცავად, ქვეყნის და მართლმადიდებლობის გადასარჩენად“, — აცხადებენ სასულიერო პირები.

მათი თქმით, საზოგადოებამ ხმა უნდა აიმაღლოს იმ საკითხებზე, რომლებიც, მათი შეფასებით, ქვეყნის მომავალს უკავშირდება.

„მორალურად, სულიერად, ყველანაირად ცდილობენ, რომ გარყიონ საქართველო და ახლა უკვე მიწის გაყიდვითაც გვემუქრებიან და გვეუბნებიან, რომ აქ უნდა არაბული ქალაქები აშენდეს“, — აცხადებენ აქციის მონაწილეები.

სასულიერო პირების ერთ-ერთი მოწოდებაა: „სამშობლოს როცა გართმევენ, ხმა უნდა ამოიღოთ“ და „უარი ვუთხრათ არაბიზაციას საქართველოში“.

კრწანისის ტყე-პარკის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2025 წლის 22 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმების შემდეგ. აღნიშნულ დღეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და კომპანია „Eagle Hills“-ის დამფუძნებელმა მოჰამედ ალი ალაბარმა საინვესტიციო შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

შეთანხმების საფუძველზე შეიქმნა ერთობლივი საწარმო, რომელშიც სახელმწიფოს 33%-იანი, ხოლო არაბულ მხარეს 67%-იანი მონაწილეობა აქვს.

პროექტის ფარგლებში ერთობლივი საწარმოს კაპიტალში სახელმწიფომ შეიტანა 590 ჰექტარი კრწანისის ტყე-პარკი და 260 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გონიოს სანაპიროზე. შეთანხმება აღნიშნულ ტერიტორიებზე ორი ახალი ქალაქის განვითარებასა და 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს.

საინვესტიციო შეთანხმებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა და კრიტიკა გამოიწვია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კრწანისის ტყე-პარკის ეკოლოგიურ და კულტურულ მნიშვნელობაზე, ტერიტორიის განვითარების მასშტაბებსა და მის სამომავლო ბედზე.

20 სექტემბერს დაგეგმილი აქციის მონაწილეები სწორედ ამ საკითხებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებას და პროექტთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას გეგმავენ.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ,,სრულიად მოულოდნელად გაუგონარი ფაქტის წინაშე დავდექით.''

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ