ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინა

2824
28 აგვისტო 19:07
22
არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი). ფოტო: მჟკ არქიმანდრიტი იერომიელი (ფილიშვილი). ფოტო: მჟკ

ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საზეიმო საღმრთო ლიტურგია გაიმართა.

28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების — მარიამობის დიდებულ დღესასწაულთან დაკავშირებით, ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინა.

საზეიმო საღმრთო ლიტურგია ტაძრის წინამძღვარმა, არქიმადრიტმა იერომიელმა აღავლინა.

მამა იერომიელი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის წევრი და ტიმოთესუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის წინამძღვარია.

მარიამობის დღესასწაული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი და გამორჩეული საეკლესიო დღესასწაულია. ამ დღეს მორწმუნეები განსაკუთრებული სულიერი სიხარულით აღნიშნავენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინებას და მის ზეციურ დიდებაში გადასვლას.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ბორჯომის წმინდა ნიკოლოზის ტაძარში აკაკი მინდიაშვილის ლექცია გაიმართა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ