მიტროპოლიტი დავითი ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
მეუფე დავითმა გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა და მისი სულის საოხად ილოცა.
ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გამორჩეული ქართველი ჟურნალისტისა და ფოტოხელოვანის, ბადრი ვადაჭკორიას გარდაცვალების გამო.
მეუფე დავითი სამძიმარს უცხადებს ბადრი ვადაჭკორიას ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს და ლოცულობს მისი უკვდავი სულის საოხად.
როგორც ალავერდის ეპარქიაში აღნიშნავენ, ბატონი ბადრი ვადაჭკორიას შემოქმედებითი საქმიანობის წყალობით ალავერდის ეპარქიის ისტორიასთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი კადრი და საეკლესიო ცხოვრების ამსახველი ფოტო შემორჩა.
მის მიერ გადაღებული ფოტოები მნიშვნელოვან ვიზუალურ მემკვიდრეობას წარმოადგენს და მომავალ თაობებს ქართული ეკლესიისა და ეპარქიის ცხოვრების არაერთ მნიშვნელოვან ეპიზოდს შეუნარჩუნებს.
ალავერდის ეპარქია თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს და ლოცულობს მისი სულის მშვიდობისა და საუკუნო განსვენებისთვის.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსის, მეუფე დამიანეს გარდაცვალებიდან ოთხი წელი შესრულდა.